ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საბერძნეთის მთავრობის სტიპენდიები 2016-2017

ახალი ამბები

საბერძნეთის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს საქართველოს მოქალაქეებისათვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლისათვის.

სტიპენდია ითვალისწინებს:

  •     სამოგზაურო ხარჯებს - 700 ევრო;
  •     ყოველთვიურ სტიპენდიას - 380 ევრო;
  •     უფასო კვებას;
  •     სამედიცინო დაზღვევას.

სააპლიკაციო დოკუმენტები უნდა იყოს სათანადოდ დამოწმებული და თარგმნილი ბერძნულ ენაზე.

აპლიკანტის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა წარედგინოს საბერძნეთის საელჩოს არაუგვიანეს ამა წლის 25 ივლისისა.

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიისა და სააპლიკაციო დოკუმენტების შესახებ იხილეთ დანართის სახით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები