ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რეგულირების ზეგავლენის შეფასება, როგორც სასწავლო კურსი

ახალი ამბები

2019 წლის იანვრიდან მომდევნო 16 თვის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს პროექტს „რეგულირების ზეგავლენის შეფასება, როგორც სასწავლო კურსი“.

პროექტის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის კოორდინირებით დაინერგოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების სალექციო კურსი, რომელიც სტუდენტებს შეასწავლის სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების, კანონპროექტისა და მოქმედი საკანონმდებლო აქტების შეფასებას სამართლებრივი, ფინანსური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისითი.

ბანერები