ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ქართული სამართლის ძეგლების ციფრულ ფორმატში გადაყვანის პროექტი გრძელდება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეორე წელია, სტუდენტებთან ერთად უზრუნველყოფს ქართული სამართლის ისტორიის ცნობილი მკვლევრისა და მეცნიერის, ისიდორე დოლიძის, შრომების - „ქართული სამართლის ძეგლები” - ციფრულ ფორმატში გადატანას. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს სურვილისამებრ შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში. დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარს, გიორგი მუმლაძეს, შემდეგ ელფოსტაზე: giorgi.mumladze.1@iliauni.edu.ge

ბანერები