პროფესორი დიმიტრი სიჭინავა ილიაუნიში
2011 წლის 4–11 ივლისს ილიას უნივერსიტეტის მოწვევით უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარები ჩაატარა კიევიდან მოწვეულმა მეცნიერმა, კორპუსის ლინგვისტიკის ცნობილმა მკვლევარმა, მსოფლიოს მრავალი ენის ნაციონალური კორპუსის ერთ–ერთმა შემქმნელმა, პროფესორმა დიმიტრი სიჭინავამ. სამუშაო შეხვედრებზე განხილულ იქნა ილიას უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრისა და ინფორმაციის მენეჯმენტის ცენტრის ერთობლივი პროექტები კორპუსის ლინგვისტიკაში: 1. თანამედროვე ქართული ენის კორპუსი (1991–2011 წლები), 2. „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ–ინგლისური პარალელური კორპუსი. დარგობრივმა ექსპერტებმა (ლინგვისტები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები) მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის ნაციონალური კორპუსის ლინგვისტური და ტექნოლოგიური სტანდარტების შესახებ გამართულ დისკუსიაში.