პროფესიული აქსელერაციის პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში
ახალი ამბები
ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი აცხადებს პროფესიული აქსელერაციის პროგრამას ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებულთათვის.
თუ გაინტერესებს ციფრული პროექტების მართვა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ინტერფეისის დიზაინი, Front-End (HTML, CSS, JavaScript), Front-End (React), Python, გარკვეული ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ დროა, გილდიას შემოუერთდე და ჩვენი გამოწვევები შეასრულო!
უნილაბი გთავაზობს პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და ახალ, თავბრუდამხვევ დავალებებთან შეჭიდებას. პროგრამის მონაწილეებს საშუალება გექნებათ, იმუშაოთ რეალურ პროექტებზე, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და შექმნათ საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ.
როგორ მივიღო მონაწილეობა პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში?
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსო ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
შეავსე სააპლიკაციო ფორმა
აარჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და შეავსე ფორმა: https://forms.gle/4LnNhE923CwhYnGX8
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2026 წლის 7 აპრილი, 23:59 საათი
შერჩევის ეტაპები
- პირველი ეტაპი: სააპლიკაციო ფორმით გათვალისწინებული სატესტო დავალებების განხილვა;
- მეორე ეტაპი: დამატებითი ტესტირება ან გასაუბრება.
პროფესიული აქსელერაციის პროგრამის ხანგრძლივობა და ფორმატი
პროგრამა წარიმართება დისტანციურად. 3 თვის განმავლობაში მენტორებთან ერთად რეალურ პროექტებზე მუშაობის საშუალება გექნებათ.
ვისთვის არის განკუთვნილი პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?
- მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელობა არ აქვს, თავად შეიძინა ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით, თუ რომელიმე კურსი გაიარა, მთავარია, მას ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი.
- დღეს დამსაქმებელი ნებისმიერ პოზიციაზე ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. ბევრი ადამიანი კი იმის გამო, რომ აქვს გარკვეული ცოდნა, მაგრამ არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, ანუ არ უმუშავია რეალურ პროექტებზე, სამსახურს ვერ პოულობს. UniLab-ის პროგრამა სწორედ ასეთი ადამიანებისათვისაა. 3 თვის განმავლობაში თქვენ შექმნით საკუთარ პორტფოლიოს იმ პროექტებით, რომლებზეც რეალურად მოგიწევთ მუშაობა.
შესაბამისად:
- თუ ადამიანს არ აქვს ცოდნა, მან უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი ან თვითგანათლებით შეიძინოს შესაბამისი ცოდნა;
- თუ ადამიანს აქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, ეს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა მისთვის არის განკუთვნილი;
- ხოლო თუ ადამიანს აქვს ცოდნა და გამოცდილება, მაშინ მას უკვე შეუძლია სამსახური იპოვოს და პროფესიული აქსელერაციის პროგრამა აღარ სჭირდება.
როგორ მუშაობს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?
- პროფესიული აქსელერაციის პროგრამა უფასოა. დიდი კონკურენციის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ საკონკურსო დავალების შესრულება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კანდიდატები;
- სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, პროგრამის მონაწილეებს 3 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში დაეხმარებიან მიმართულების მენტორები. ისინი მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის