ილიაუნის პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი აირჩიეს მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად
ახალი ამბები
2018 წლის 29 იანვრის სხდომაზე მზაღო დოხტურიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რომანული ფილოლოგიის მიმართულებით, აირჩიეს მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
მონპელიეს აკადემია 1706 წელს დააარსა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ თავდაპირველი სახელწოდებით – მეცნიერებების სამეფო საზოგადოება. მეფის სურვილით, მონპელიეს აკადემია უნდა ყოფილიყო არანაკლებ პარიზის სამეფო აკადემიის alter ego, რომელიც 1666 წელს დაარსდა მინისტრ ჟან-ბატისტ კოლბერის ინიციატივით. იმ პერიოდისთვის საფრანგეთში სხვა აკადემიებიც არსებობდა, მაგრამ მხოლოდ პარიზისა და მონპელიეს აკადემიებს მიენიჭათ მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი. 1846 წელს მას ეწოდა მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემია.
აკადემიას აქვს მეცნიერებათა, ლიტერატურისა და მედიცინის სექციები. თითოეული სექცია 30 მუდმივ წევრს აერთიანებს. დღეისათვის აკადემიას ჰყავს 90 მუდმივი და 9 საპატიო წევრი, 55 წევრ-კორესპონდენტი და 40 მეგობარი წევრი.