ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტის – უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის (DARE) – სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი

ახალი ამბები

2018 წლის 21 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის (DARE) – სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი.

ტრენინგის მიზანი იყო: ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა კულტურული სხვაობის შესწავლა და კომუნიკაციისა და მოსმენის უნარის გაუმჯობესება.

პროექტი ითვალისწინებს ინკლუზიური, ეთნიკური ჯგუფების, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. პროექტის მიზანია, ინსტიტუციონალური შესაძლებლობებით გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს 4 ძირითად მიმართულებას (ბავშვთა მოვლა, კლინიკური და პროფესიული პრაქტიკა, სწავლა და შეზღუდული შესაძლებლობები, აკადემიური მხარდაჭერა) და ხელმისაწვდომი გახადოს განათლება აუდიტორიის მიღმა ციფრულ გარემოში, შესაბამისად, ხელმისაწვდომი გახდება არსებული კურსებიც. პროექტი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ მისი შედეგი იყოს გრძელვადიანი და კონკრეტული სამიზნე ჯგუფისაკენ მიმართული.

 

ბანერები