ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტის „პრინტელი“ საერთაშორისო კონფერენცია-სამუშაო შეხვედრა

ახალი ამბები

2019 წლის 13-14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ „პრინტელის“ („ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში) საერთაშორისო კონფერენცია-სამუშაო შეხვედრა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორმა უნივერსიტეტებმა:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian Technical University)

  • თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი ( Iakob Gogebashvili Telavi State University) 

  • ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Yerevan State University)

  • სომხეთის ნაციონალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (National Polytechnic University of Armenia)

  • ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Vanadzor State University after H. Tumanyan) (სომხეთი)

  • უმაღლეს განათლებაში სტრატეგიული კვლევების ეროვნული ცენტრი (National Center for Strategic Research in Higher Education) (სომხეთი)

  • ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Belarusian State University) (ბელარუსის რესპუბლიკა)

  • ბრესტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (Brest State Technical University) (ბელარუსის რესპუბლიკა)

  • იანკა კუპალას სახ. გროდნოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (Yanka Kupala State University of Grodno) (ბელარუსის რესპუბლიკა)

  • ბარსელონას უნივერსიტეტი (Universitat De Barcelona) (ესპანეთი)

  • ლინკოპინგის უნივერსიტეტი (Linkopings Universitet) (შვედეთი)

  • ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (Katholieke Universiteit Leuven) (ბელგია) 

  • FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ( FH Joanneum Gesellschaft mbh) (ავსტრია).

 კონფერენციაზე შეფასდა პროექტის ფარგლებში გამართული ტრენინგების ეფექტურობა, მიღებული შედეგები და გამოწვევები. ევროპულმა პარტნიორმა უნივერსიტეტებმა მიმოიხილეს მათ უნივერსიტეტებში არსებული ტრენინგცენტრების მოდელები და მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება. სესიებში მონაწილე პროფესორებმა და სასწავლო პროცესში ჩართულმა პირებმა შეაჯამეს ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობა, ისაუბრეს მათ სარგებელზე, პრაქტიკულ გამოყენებასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე გამოთქვეს სურვილები და შენიშვნები ტრენინგების მდგრადობასთან დაკავშირებით. 

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს იმ სტუდენტებმაც, რომელთაც გაიარეს საგნები აღნიშნული მეთოდების გამოყენებით.

2019 წელი 

ბანერები