ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტის EDUCATIONAL FOR DRONE სამუშაო შეხვედრა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ერაზმუს+ ის პროექტში EDUCATIONAL FOR DRONE (EDRONE), რომლის მიზანია დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში და ამის საფუძველზე ახალი კომპეტენციის განვითარება. 

19-21 სექტემბერს ქ. მინსკში გაიმართა პროექტის სამუშაო შეხვედრა. მონაწილე ქვეყნებისთვის ჩატარებულ ძალიან საინტერესო და პროდუქტიულ ვორკშოპზე ისაუბრეს პროექტის სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ აქტივობებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს დრონების ინდუსტრიაში. დამსწრეებმა ბევრ საინტერესო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის მოინახულეს ბელარუსის უდიდესი სატელიტური ცენტრი, ბელინტელსატი, და გაეცნენ სამუშაო სპეციფიკას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ უნივერსიტეტის მთავარ ასტრონომიულ ცენტრს და გაეცნენ თანამგზავრთა მუშაობის სპეციფიკას. 

http://www.edroneproject.org/

ბანერები