ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტი „სცადე, ისწავლე, გაუზიარე“ – მიღება უნილაბის სრულად დაფინანსებულ დისტანციურ კურსებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბთან ერთად აცხადებს პროექტის #სცადე, ისწავლე, გააზიარე მეორე ნაკადის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს, რომელსაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები, თუმცა ციფრული მიმართულებების შესახებ არასაკმარისი ცოდნის გამო ვერ გადაუწყვეტია, რომელი სფერო იქნება მისთვის ყველაზე საინტერესო და შესაფერისი. პროექტის მიზანია დაინტერესებული სტუდენტებისთვის საბაზისო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სასურველი მიმართულების პოვნასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები გაივლიან ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის კურსებიდან ერთ-ერთს – ICT პროექტების მართვა, გრაფიკული დიზაინი, ნარატივდიზაინი, ციფრული კომუნიკაციები, Front-end დეველოპმენტი.

პროექტის ფარგლებში უნილაბის კურსებისა თუ სტაჟირების კურსდამთავრებული მენტორები მონაწილეებს მომავლის პროფესიების შესახებ ცოდნასა და გამოცდილებას მოხალისეობრივად გაუზიარებენ.

მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 22 სექტემბრამდე.

მონაწილეობისთვის დარეგისტრირდი სასურველი მიმართულების კურსზე:

2022 წელი
ბანერები