![მიღება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/d06fe2b624a0393073e672ad9d88ab13_84170.png)
ახალი ამბები
10 ივლისი, 2024
![შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/404aeb62f4e481967fa3b1b90264efcf_84149.png)
ახალი ამბები
8 ივლისი, 2024
![USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მრავალშრიანი მხარდაჭერის სიტემის (MTSS) შემაჯამებელი ღონისძიება](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/83/3534f93d299f5741bbde11d4e61d9bf3_83956.png)
ახალი ამბები
1 ივლისი, 2024
პროექტი „გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია სომხეთისა და საქართველოსთვის“
ახალი ამბები
2019 წლის 7-9 ოქტომბერს თბილისში გაიმართა ევროკომისიის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია სომხეთისა და საქართველოსთვის“ სამუშაო შეხვედრა.
7 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, წაიკითხეს საინტერესო მოხსენებები ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით.
პროექტის ძირითადი მიზანია სომხეთსა და საქართველოში გარემოსდაცვით სფეროში სამაგისტრო სწავლების ხარისხის გაუმჯობესება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამების კომპლექსური მოდერნიზაციის საფუძველზე თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
გალერეა