ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პრე-აქსელერაციის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

10 დეკემბერს ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე გუნდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რითაც პრე-აქსელერაციის პროგრამა ოფიციალურად დაიწყო.

საინფორმაციო შეხვედრაზე ზუმაუთისა და ფაბლაბის მენეჯერებმა მონაწილე გუნდებს გააცნეს პროგრამის სამოქმედო გეგმა და დაგეგმილი ღონისძიებები. გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა, ერთმანეთი გაეცნოთ და იდეების მოკლე აღწერილობები მოესმინათ.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული 9 გუნდი 10-კვირიან ინტენსიურ პრე-აქსელერაციას გაივლის. პროგრამის განმავლობაში ისინი შეძლებენ, განავითარონ ბიზნესიდეა, შექმნან ხელშესახები პროდუქტი და გავიდნენ ბაზარზე.

პრე-აქსელერაციის პროგრამაში ჩართულნი არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონის მენტორები. 

პრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის ,,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia'' მხარდაჭერით.

პროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით.

ბანერები