ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა ილიაუნის ბიზნესის სკოლაში განხორციელდება

ახალი ამბები

2018  წლის გაზაფხულის სემესტრიდან  ბიზნესის სკოლაში განხორციელდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა.

სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებასთან ურთიერთობის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის საჯარო ლექციით დაიწყო. ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე სტუდენტებს სამსახურში ურთიერთობის შესახებ ესაუბრა. სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

„მოხარული ვარ, რომ ბიზნესის სკოლას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა შეემატა. ჩვენი მიზანია, სამუშაო ბაზარს კვალიფიციური მენეჯერები შევმატოთ.  ჩვენი აკადემიური პერსონალის გამოცდილება ახალგაზრდებს გავუზიაროთ. ამისთვის სისტემატურად გვექნება შეხვედრები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან და მათთან ერთად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას დავგეგმავთ, რადგან წარმატებისთვის არამარტო ცოდნა, არამედ კონტაქტები და ურთიერთობაც მნიშვნელოვანია,“ –  განაცხადა ბიზნესის სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ.

PR-ის სამაგისტრო პროგრამა ილიაუნიში 2016 წლიდან ხორციელდება. 2018 წლის გაზაფხულის სემესტრამდე ის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ერთ-ერთი პროგრამა იყო.

ბანერები