ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

PPRTC-ის სამდღიანი ტრენინგი საქართველოს პარლამენტს საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრში  (PPRTC) ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი - „რეგულირების გავლენის ანალიზი: თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“. ტრენინგ-მოდული მოამზადეს და ჩაატარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა. ტრენინგი განკუთვნილი იყო საქართველოს პარლამენტს საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებისთვის და მიზნად ისახავდა მონაწილეებისათვის რეგულირების გავლენის ანალიზის პროცესისა და მეთოდოლოგიის გაცნობას. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, პრაქტიკული სავარჯიშოებით გამოეთვალათ რეგულირების ალტერნატივების ხარჯები და გაეანალიზებინათ კონკრეტული შემთხვევები. ტრენინგის მომდევნო ეტაპი გაგრძელდება კიდევ ორი თვის განმავლობაში ონლაინ სასწავლო რეჟიმში.

ტრენინგი ჩატარდა USAID დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ამ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ორ სატრენინგო მოდულს მოამზადებს და შესთავაზებს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლებს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ PPRTC-ის ვებგვერდს: pprtc.iliauni.edu.ge

ბანერები