ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პირველკურსელთა რეგისტრაცია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 1-დან 15 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ მისამართებზე:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი B101;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – მის.: გ.წერეთლის გასასვლელი N3 ოთახი S103;
  • სამართლის სკოლა – მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 409;
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, E კორპუსი, უნიფუდის ტერიტორია.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი 

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი).
  •  უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  •  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  •  სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);
  •  სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

18 წლამდე ასაკის პირს თან უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და თან იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მეურვის მიერ – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები