ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში (Science on Stage) საქართველო” – შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები საბუნებისმეტყველო გაკვეთილებისთვის

ახალი ამბები

„მეცნიერება მთავარ როლში (Science on Stage) საქართველო“ საბუნებისმეტყველო საგნების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებს იწვევს პირველ ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობისთვის.

ფესტივალი გაიმართება 2018 წლის დეკემბერში ილიაუნიში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის, SALiS-ის, ორგანიზებით.

ფესტივალზე საშუალება გექნებათ:

  • წარადგინოთ კვლევითი პროექტები, რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად განახორციელებთ;
  • წარადგინოთ ინოვაციური იდეები სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად და მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად;
  • დაამყაროთ საქმიანი კონტაქტები და გაუზიაროთ გამოცდილება თქვენს კოლეგებს, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს, ზოგადად, საბუნებისმეტყველო განათლებით დაინტერესებულ საზოგადოებას.

ფესტივალზე ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს პოსტერის ან მოხსენების სახით.

თემატიკა კვლევითი პროექტებისთვის:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის;
  • ციფრული წიგნიერება და საბუნებისმეტყველო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის;
  • ასტრონომია და სამყაროს შესწავლა;
  • იაფი ტექნოლოგიების გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას;
  • ინკლუზიური განათლება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება.

გთხოვთ, თქვენი პროექტის მოკლე აღწერა გამოგვიგზავნოთ ა. წ. 31 მაისამდე. შეავსეთ ფორმულარი.

საინტერესო პროექტების ავტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ ფესტივალში. კომპეტენტური ჟიური გამოავლენს საუკეთესო პროექტებს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის.

Science on Stage საერთაშორისო ფესტივალი 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პორტუგალიაში გაიმართება. საერთაშორისო ფესტივალში საქართველოდან 4 პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას.

2019 წლის Science on Stage საერთაშორისო ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.science-on-stage.eu/page/display/4/97/0/s

მეცნიერება მთავარ როლში (Science on Stage) საქართველოს შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://salis.iliauni.edu.ge/science-on-stage-saqarthvelo/

დაინტერესებული პედაგოგებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა 20 აპრილს, 17.00 საათზე.

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები