ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა 2020/2021 სასწავლო წლისათვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს როგორც გაცვლით საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე, ასევე სრულ სამაგისტრო/სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამაზე 2020/2021 სასწავლო წლისთვის.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღება გამოცხადებულია საბაკალავრო (General visiting student) და სამაგისტრო (Senior visiting student) საფეხურებზე. პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა უნდა შეავსოს ონლაინ-განაცხადის ფორმა და წარადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

  • ოფიციალური ნიშნების ფურცელი;
  • შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინიმალური მოთხოვნა B2 დონე);
  • ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ერთი რეკომენდაცია საკმარისია);
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება DOWNLOAD
  • მოტივაციის წერილი;
  • პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

გამარჯვებულ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადი. სტიპენდია არ მოიცავს კვებისა და დამატებით ხარჯებს.

ონლაინ-რეგისტრაციისა და საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 21 თებერვალი, 2020. ინგლისურენოვანი პროგრამების ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილად (4 BIT Exchange Program).

სრული სამაგისტრო (2-წლიანი) და სადოქტორო (4-წლიანი) პროგრამები

პროგრამა ფარავს სწავლის, საცხოვრებლისა და დაზღვევის ხარჯებს. ამას გარდა, გამარჯვებულ სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ინგლისურ ან ჩინურ ენაზე, ასევე გაიარონ ჩინური ენის შემსწავლელი კურსები.

პროგრამაში მონაწილეობისათვის, პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა შეავსოს თანდართული სააპლიკაციო ფორმა და წარადგინოს შემდეგი საბუთები:

  • რეზიუმე (CV);
  • საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL მინ. 80 ქულა, IELTS მინ. 5.5 ქულა);
  • ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართთან ერთად (ინგლისურ ენაზე);
  • ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; სავალდებულოა ორი რეკომენდაცია);
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება DOWNLOAD
  • მოტივაციის წერილი;
  • პასპორტის ასლი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა 100).

კონკურსანტმა დამატებით უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამის ბმულზე. 

რეგისტრაციისა და საჭირო საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 21 თებერვალი, 2020. ინგლისურენოვანი პროგრამების ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილად (5 BIT Full Programs).


დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
საგარეო ურთიერთობების სამსახურს
მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 208,
ტელ: +995 32 2 22 00 09 (367)
ელ.ფოსტა: foreign-relations@iliauni.edu.ge.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები