ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მობილობა სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქოტორო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2015 წლის 9 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. განცხადება ივსება ადგილზე. მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია). განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტი დარეგისტრირებულია ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით და იმ სადოქტორო პროგრამისა და მიმართულების სახელწოდება, რომელზეც სურს მობილობის წესით ჩარიცხვა.

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
გ) ცნობა, გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2015 წლის 1-ლი თებერვლის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, გრანტის, სასწავლო პროგრამის დასახელების, სწავლის საფასურის ოდენობისა და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
თ) სადოქტორო კვლევის განაცხადი (კვლევითი განაცხადი შეფასდება შესაბამისი წესის მიხედვით (იხილეთ შეფასების ფორმა აქ)
ი) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

მათთვის, ვინც ვერ წარმოადგენს ენის ცოდნის დამადასტურებელ დიპლომს ან სერტიფიკატს, წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2015 წლის 12 თებერვალს, 09:00 საათზე (ჭავჭავაძის გამზ. 32, A406 აუდიტორია; მინიმალური ზღვარი - 65 ქულა). ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები

მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებთან გასაუბრება შედგება 2015 წლის 12 თებერვალს, 13 საათზე (ჭავჭავაძის გამზ. 32, A406 აუდიტორია). (გასაუბრების შეფასების სქემა იხილეთ აქ)

ინფორმაცია 2014-2015 სასწავლო წლისათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე, მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები