ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მობილობა საბაკალავრო პროგრამებზე

ახალი ამბები

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 
ჩარიცხვის უფლება 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2015 წლის 
9თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. 
განცხადება ივსება ადგილზე. მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია). განცხადებაში მითითებული უნდა
იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტი დარეგისტრირებულია ელექტრონული პორტალის მონაცემების
 მიხედვით და იმ საბაკალავრო პროგრამისა და მიმართულების სახელწოდება, რომელზეც სურს მობილობის წესით ჩარიცხვა.

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);

გ) ცნობა, გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2015 წლის 1-ლი თებერვლის შემდეგ 
(სტუდენტის სტატუსის, გრანტის, სასწავლო პროგრამის დასახელების, სწავლის საფასურის ოდენობისა და მის მიმართ 
გამოცემულისამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ზ) 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD). 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები