ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რელიგიური და კულტურული კვლევების მიმართულებით ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

ახალი ამბები

რელიგიური და კულტურული კვლევების მიმართულებით ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, ინგლისური ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2018 წლის 8 სექტემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 411 აუდიტორიაში.

იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ წარმოადგენენ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატებს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადოქტორო ნაშრომი უნდა წარმოადგინონ გერმანულ ენაზე), გერმანული ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2018 წლის 11 სექტემბერს, 10:00-დან 12:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 202 აუდიტორიაში.

გთხოვთ, გამოცხადდეთ გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაგვიანებული აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან!

ენის გამოცდასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები მიიღება 2018 წლის 13 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@iliauni.edu.ge

ბანერები