ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მინიფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის კენჭისყრა

19 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართა მინიფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა. დარეგისტრირებული 50 გუნდიდან 36 შეჯიბრებას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო დანარჩენი 14 – ჩემპიონატს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება. აღნიშნული ორი რაუნდის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 16 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ასპარეზობას შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ.

ბანერები