ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიღება რიგგარეშე მობილობის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირებისა და უცხო ენათა ფილოლოგიის მიმართულებებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას რიგგარეშე მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთათვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ავტორიზაციაგაუქმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე:

  • მენეჯმენტი; საბანკო და საფინანსო საქმე; ტურიზმი – 50 ვაკანტური ადგილი

უცხო ენათა ფილოლოგიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამების შემდეგ მიმართულებაზე:

  • ანგლისტიკა – 10 ვაკანტური ადგილი

სტუდენტების რეგისტრაციის ვადაა 2018 წლის 14-დან 16 მარტის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (მის.: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

მმობილობაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შეწყდება ვაკანტური ადგილების ამოწურვისთანავე (რეგისტრაციას გაივლის საბაკალავრო საფეხურზე ბიზნესის სკოლაში გადმოსვლის მსურველი პირველი 50, ხოლო მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველი პირველი 10 პირი, რომელიც დაარეგისტრირებს უნივერსიტეტში განცხადებას).

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განცხადება ივსება ადგილზე). განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სურს სტუდენტს რიგგარეშე მობილობა და იმ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება/მიმართულება, რომელზეც სურს ჩარიცხვა.

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);

გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2018 წლის 1

თებერვლის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ

გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში –

პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის

განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

ზ) 2 ცალი ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD)

თ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის სერტიფიკატი;

ი) გრანტის არსებობის შემთხვევაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილი, სადაც მითითებული იქნება გრანტისა და სწავლის საფასურის ოდენობის შესახებ ინფორმაცია (აღნიშნული დოკუმენტი შესაძლოა წარმოდგენილ იქნას არაუგვიანეს 1-ლი აპრილისა); უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე მობილობის უფლება სტუდენტს ექნება მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები