მიღება მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე
ახალი ამბები
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ მიმართულებებზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- კომპიუტერული ტექნოლოგიები (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება - I-IV კლასები)
- სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული სიახლეებისთვის შეავსეთ ფორმა.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 17 აგვისტოს 10:00 საათიდან 2026 წლის 29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, რეგისტრაციის ბაზის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/lecturers (რეგისტრაციის ბმული გააქტიურდება 17 აგვისტოს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის ინსტრუქციისთვის მიჰყევით ბმულს აქ) და უნდა ატვირთოს ქვემოთ მითითებული დოკუმენტაცია:
ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
შენიშვნა: სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ავტობიოგრაფიას (CV) უნდა დაურთონ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სკოლა, ბაღი, პროფესიული სასწავლებელი, დღის ცენტრებსა და სხვა ტიპის საგანმანატლებლო დაწესებულებებში) სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
გ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებლის სერტიფიკატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ) 3/4 -ზე ფოტოსურათის ელ-ვერსია (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ფოტოსურათი).
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის).
- იმ შემთხვევაში თუ გადამოწმების დროს კანდიდატის მიერ წარმოდგენილ დიპლომს აღმოაჩნდება რაიმე ხარვეზი ან დიპლომის გამცემი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ იძებნება აკრედიტებული/ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაში, ფაკულტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მასწავლებლის/სპეცუიალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- აპლიკანტი პასუხისმგებლობას იღებს ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე და ერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით რეგისტრირდება მხოლოდ ერთხელ.
- აპლიკანტი რეგისტრაციის დასრულების შემდგომ მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს სარეგისტრაციო ნომერს. აღნიშნული სარეგისტრაციო ნომრით მოხდება მისი იდენტიფიკაცია და შედეგებისა და საჭირო მონაცემების განთავსება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე მიღების პროცედურის დასრულებამდე.
- რეგისტრაციის გავლის უფლება აქვთ იმ აპლიკანტებსაც, რომელთაც განაცხადი აქვთ შეტანილი მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის აპელაციის თაობაზე და რეგისტრაციის პერიოდისთვის უცნობია საბოლოო შედეგი. ასეთი აპლიკანტების ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საბოლოო შედეგით გადალახავენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდის მინიმალურ ზღვარს.
- პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღების და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე არაუგვიანეს 2026 წლის 2 სექტემბრისა;
- მასწავლებლის / სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2026 წლის 3 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით;
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე 2026 წლის 9 სექტემბერს;
- აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით უნდა გადმოაგზავნონ 2026 წლის 10 სექტემბერის 18:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: bte@iliauni.edu.ge
- პროგრამების მიხედვით განმეორებითი გამოცდების ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2026 წლის 11 სექტემბერს;
- სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა შედგება 2026 წლის 12 სექტემბერს.
- აპლიკანტთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2026 წლის 14 სექტემბერს.
- აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის / სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:
ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2026 წლის - 15-16 სექტემბერი.
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2026 წლის 17 სექტემბერი, 15:00 საათამდე.
ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ დოკუმენტს.
2026