ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიღება ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა (IDS) აცხადებს კონკურსს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ ფარგლებში ხუთ დაფინანსებულ დოქტორანტურის პოზიციაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი პროექტი ქართველ კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ სადოქტორო კვლევა პრაქტიკულ ფილოსოფიაში კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით. პროექტი მოიცავს როგორც ქართველი, ასევე გერმანელი პროფესორების ხელმძღვანელობას, სასწავლო და საკვლევ პერიოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის უნივერსიტეტში, ასევე ორივე უნივერსიტეტის მიერ დოქტორის ხარისხის მინიჭების შესაძლებლობას.

გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდი უზრუნველყოფს პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას და პროექტის თითოეული მონაწილე დოქტორანტი მიიღებს სრულ დაფინანსებას.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ივლისი, 18:00 საათი საქართველოს დროით (GET).

განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელფოსტის მისამართზე: doctoralschool@iliauni.edu.ge კონკურსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ „Application DHR“.

შიდასაუნივერსიტეტო ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების თარიღების, დროების და აუდიტორიების შესახებ ინფორმაცია გამოცხადდება უახლოეს დღეებში.

ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 17 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S-803 აუდიტორიაში, ხოლო გერმანული ენის გამოცდა 2019 წლის 17 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S-802 აუდიტორიაში.

"ინგლისური ენის გამოცდის შედეგები" და "გერმანული ენის გამოცდის შედეგები" 

2019 წლის 24 ივლისის გასაუბრებების შედეგები 

გამოცხადება 

სააპლიკაციო ფორმულარი 

ბანერები