ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მეორე ვორქშოპი ბიოეთიკაში ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში

ახალი ამბები

2017  წლის 29-31 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეორე  ვორქშოპი ბიოეთიკაში ქართულ-გერმანული პროექტის – „ინსტიტუციონალური თანამშრომლობის კვლევა და  განხორციელება სამედიცინო ეთიკასა და სიცოცხლის მეცნიერებებში საქართველოსთან პარტნიორობით“ –  ფარგლებში  (Deutsch-Georgisches Bioethik-Projekt: Exploration und Realisierung einer institutionellen Kooperation im Bereich der Ethik der Medizin und der Lebenswissenschaften mit Partnern in Georgien).

ვორქშოპში  სხვადასხვა დისციპლინის 22  წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მოხსენებებით გამოვიდნენ:

  • დოქტორი, პრივატდოცენტი იოჰან ახი – ბიოეთიკის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მიუნსტერი

მოხსენებები: „კლიმატის ცვლილების ეთიკურობისთვის“

                   „ექსპერტიზის ეთიკა და ეთიკური ექსპერტიზა“

                   „ცხოველებზე კვლევების ეთიკისთვის“

  • დოქტორი კატია შტოპენბრიკი –  ნორმების დადგენის მკვლევართა  ჯგუფი, მიუნსტერი

მოხსენება: „უკანასკნელი კითხვები: ასისტირებული სიკვდილი გერმანიაში“

  • სერაპ ერგინ ასლანი – ბიოეთიკის ცენტრი, მიუნსტერი

მოხსენება: „ადამიანთა გენური ცვლილებების ეთიკური ასპექტები“

  • კონსტანტინ შნიიდერი – ბიოეთიკის ცენტრი, მიუნსტერი

მოხსენება: „ადამიანთა გენური ცვლილებების ეთიკური ასპექტები“

  • ლუიზე შულინგი – სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მიუნსტერი

მოხსენება: „ლგბტ მშობლობა გერმანიაში“

  • დოქტორი, პროფესორი თამარ ცოფურაშვილი – სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი

მოხსენება: „ლგბტ თემის, როგორც სხვის აღქმა და აღიარება ქართულ ლიბერალურ დისკურსში“

  • პროფესორი თამარ გურჩიანი – სამართლის სკოლა

მოხსენება: „პირადი ცხოვრების უფლება და ტრანსგენდერი ადამიანების სქესის აღიარება“

  • დოქტორი, პროფესორი თამარ ცხადაძე – სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

მოხსენება„მეცნიერების ობიექტურობა და კონტექსტუალური ღირებულებები ცოდნის შექმნის პროცესში“

ვორქშოპის ორგანიზატორები იყვნენ:

  •  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრი
  •  სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
  • მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრი, სამედიცინო ეთიკასა და ბიოპოლიტაკაში ნორმების დადგენის მკვლევართა ჯგუფი
ბანერები