მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის
ახალი ამბები
2 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საკვლევ-ლაბორატორიული ბაზებითა და სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურით სასწავლო-კვლევითი პროგრამ(ებ)ის მხარდაჭერას; ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების, ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების, მასტერ-კლასების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების, აგრეთვე სხვა სასწავლო-პრაქტიკული და სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების განხორციელებას, მხარდაჭერას საკვლევ-ლაბორატორიული ბაზებითა და სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურით.
მემორანდუმს ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიხრაძემ მოაწერეს.
გალერეა