ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მემორანდუმი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

ახალი ამბები

2 მაისს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიასა და ილიას უნივერსიტეტს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას, იუნკერებისა და სტუდენტების დაახლოებასა და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, თანამშრომლობას საგანმანათლებლო პროგრამების იმ მიმართულებებსა და დარგებში, რომლებიც რელევანტურია ორივე მხარისთვის, სტუდენტთა ერთობლივ პრაქტიკულ სამეცნიერო კონფერენციებსა და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებს, ერთობლივ ლექცია-სემინარებს, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვ.  

 მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ზაზა ჯაფარიძემ.          

 

ბანერები