ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადის 5 ყველაზე წარმატებული მონაწილე 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდა

ახალი ამბები

9 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ორგანიზებით, მაქსველის მომავალი ფიზიკოსების სასტიპენდიო ოლიმპიადა ჩატარდა.

ოლიმპიადა განკუთვნილი იყო ფიზიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის და მასში დამამთავრებელი კლასის 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა მთელი საქართველოდან.

კონკურსში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდნენ:

  • მირიან მირიანაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა;
  • ნიკოლოზ ფესტვენაძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა;
  • გიორგი ბჟუღულაშვილი, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია;
  • თორნიკე ჯაჯანიძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა;
  • ირაკლი აბაშიძე, თბილისის #83 საჯარო სკოლა.

კონკურსის ყველა ნახევარფინალისტი კი გაზაფხულზე სრული დაფინანსებით 3 დღით გაემგზავრება ილიაუნის ყაზბეგის კომფორტულ სასტუმროში და მონაწილეობას მიიღებს საინტერესო შემეცნებით პროგრამაში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები გაუძღვებიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსის მონაწილეებს ულოცავს წარმატებას.

მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: iliauni.edu.ge/ge/konkursebi

ბანერები