ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონი ორივე კატეგორიაში უცვლელია

ახალი ამბები

16 მაისს ილიას ბაღში მდებარე მაგიდის ჩოგბურთის კლუბში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ილიაუნის შიდაჩემპიონატი გოგონებსა და ვაჟებს შორის. შეჯიბრება საინტერესოდ წარიმართა.

ჯგუფური ეტაპისა და პლეი-ოფების შემდეგ რატი ერისთავი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდა ბესო შაინიძეს, რომელიც აქამდე ჩემპიონატის სამეულში სტაბილურად ხვდებოდა, თუმცა წელს რატი ერისთავმა იმარჯვა და საპრიზო ადგილზე სწორედ ის გავიდა. ფინალში ერთმანეთს გიორგი ნაცვლიშვილი და გასული სეზონის ჩემპიონი გიორგი მთვრალაშვილი შეხვდნენ. მათ ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული წაგება არ ჰქონიათ. გიორგი მთვრალაშვილმა მეტოქე 3:1 დაამარცხა და ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნება შეძლო. შესაბამისად, ვაჟებში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I გიორგი მთვრალაშვილი, II გიორგი ნაცვლიშვილი, III რატი ერისთავი.
გოგონათა შორის კი გამარჯვებული წელსაც უცვლელია. მზეკო შარაშენიძემ ფინალში ცირა ღორჯომელაძეს 3:0 სძლია და კვლავ ჩემპიონი გახდა. ჯგუფიდან მესამე ადგილზე გასულ ნია წიკლაურს კი წილად ხვდა ბრინჯაოს მედალი.

მაგიდის ჩოგბურთის შიდაჩემპიონატის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა მედლები, სიგელები გადასცა  და ჩემპიონატის ჩატარების ადგილზე კი უფასო სათამაშო საათები. პირველ ადგილზე გასული მოთამაშეები თასებით დაჯილდოვდნენ.

ბანერები