ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ლუვენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ემერიტუს-პროფესორის, დოქტორ ანდრეა შმიდტის მხარდაჭერის წერილი

ახალი ამბები

პატივცემულო კოლეგა, ძვირფასო ნინო,

ბელგიის ლუვენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დიდი წუხილით შევიტყვე საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რის შედეგადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შესაძლოა დაკარგოს  საერთაშორისო გავლენა და სამეცნიერო რეპუტაცია.

ლუვენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი მრავალი წელია თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ეს თანამშრომლობა გამოიხატება პროფესორ-მასწავლებლების სამუშაო ვიზიტებით, ევროკავშირის ერთობლივი პროექტებით (მათ შორის საქართველოს კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან), ასევე რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტების შეფასებით. ამ რეფორმის შედეგად მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა შესაძლოა გართულდეს ან შეწყდეს კიდეც.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს მიღებული გადაწყვეტილებების შესაძლო ნეგატიურ შედეგებს და წარმართავს დამოუკიდებელ საგანმანათლებლო პოლიტიკას, რომელიც არ დააზიანებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეულ რეპუტაციას, არამედ შეინარჩუნებს და გააძლიერებს.

თანაგრძნობითა და სოლიდარობით უნივერსიტეტისადმი, რომელსაც თქვენ, ქალბატონო ნინო, განსაკუთრებული წარმატებით ხელმძღვანელობთ, ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარებას. 

2026

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები