ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ლექციების ციკლი ახალი კონსტიტუციური მოდელის შესახებ

ახალი ამბები

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის უკანასკნელი რეფორმით მმართველობის მოდელი მეექვსედ შეიცვალა. 2017 წლის რეფორმამ შემოთავაზებული ახალი მოდელი 1995 წლის კონსტიტუციის ფარგლებში დაადგინა, თუმცა, ამავდროულად, სრულიად შეცვალა უზენაესი კანონის გარეგნული სახე. რამდენად არის ეს ცვლილებები თვისობრივი სიახლე? რამდენად შეძლო მან იმ პარადიგმის შემოტრიალება, რომელიც ათწლეულებია გამოიყენება ქართულ კონსტიტუციონალიზმში? როგორ აღიქმება ძალაუფლების სტრუქტურა უზენაესი კანონის მიერ? – ამ საკითხებზე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი ვახუშტი მენაბდე, ლექციების ციკლში: „საქართველოს კონსტიტუციის უკანასკნელი გადასინჯვა – რეფორმა და ტრასფორმაცია“.

  • ლექციებზე დასწრება უფასოა;
  • მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი იურიდიული განათლება;
  • შეხვედრების 80%-ზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი;
  • დაინტერესებულმა პირებმა 14 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელფოსტაზე:  vakhtang.menabde@iliauni.edu.ge (პასუხს მიიღებენ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატები არაუგვიანეს 16 მარტისა);
  • ლექციები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ ორშაბათს, 19:00-დან 20:30 საათამდე. მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N32.

პირველი ლექცია გაიმართება 19 მარტს.

ლექციების შინაარსი:

I – ზოგადი შესავალი კონსტიტუციური წესრიგის შესახებ;

II – რეფორმის წინაპირობები – რა პრინციპებს ეფუძნება და რას დაეფუძნება მეორე რესპუბლიკა;

III – ადამიანის უფლებების განზომილება – ცვლილებების შიში და უარყოფილი 20-წლიანი გზა;

IV – საკანონმდებლო ხელისუფლება – ვინ წარმოადგენს ამომრჩეველს და რა ბერკეტები აქვს მას დემოკრატიულ პროცესში;

V – პრეზიდენტი – ძალაუფლება სხვისი მეშვეობით;

VI – მთავრობა – მთავარი სიმძიმის ცენტრი ძალაუფლების დანაწილების სისტემაში;

VII – საერთო სასამართლოების სისტემა – არსებული ვითარება და მომავლის იმედი;

VIII – საკონსტიტუციო სასამართლოს შიში – გავლენა პოლიტიკურ სისტემაზე;

IX – ადგილობრივი თვითმმართველობა – სიტყვები და რეალური გარანტიები;

X – კურსის შეჯამება.

 

ბანერები