ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი

ახალი ამბები

11-დან 14 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგის მორიგი სესიები გაიმართა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და სტუდენტური საწარმოების შექმნის წახალისებას.

ტრენინგი გაიმართა 3 ციკლად, ინტენსიური ბიზნეს ბუთ კემპ შეხვედრების სახით, რომლებზეც სტუდენტები პრაქტიკული ვორკშოპებით გაეცნენ სტრატაპის შექმნის, ბიზნესის დაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრინციპებს.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი, პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი, ბრიტანეთის მეწარმეობის პედაგოგთა დირექტორი და სტრატეგიული მარკეტინგისა და ბიზნესის სპეციალისტი ლორენ დევისი და ილიაუნის მოწვეული ლექტორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი, მეწარმე დავით ჩეჩელაშვილი.

ტრენინგები გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში გადამზადებულ ბენეფიციარებსა და სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პიჩინგკონკურსში. კონკურსის გამარჯვებულები ეწვევიან გაერთიანებულ სამეფოს და თავიანთ იდეებს საერთაშორისო დონეზე წარადგენენ.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები