ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონფერენცია - ,,Startup-ეკოსისტემების მდგომარეობა საქართველოში: ნულიდან ერთამდე?“

ღონისძიებები

29 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ტარდება Smartup Georgia-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენცია - ,,Startup-ეკოსისტემების მდგომარეობა საქართველოში: ნულიდან ერთამდე?“. კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, Startup ორგანიზაციებსა და მეწარმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს რეზონანსული და მდგრადი Startup-ეკოსისტემის შექმნას საქართველოში. კონფერენციაზე წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, ტექნოლოგია და ხალხი, ვინც მზადაა, დაეხმაროს თქვენს Startup-ს, მისი შექმნის სურვილს და პოზიტიურად იმოქმედოს თქვენს გაერთიანებაზე.

ამ ტიპის კონფერენცია პირველად ტარდება საქართველოში. მონაწილეები წარმოადგენენ პოტენციურ მეწარმეებს, რომლებიც დასვამენ მნიშვნელოვან კითხვებს და გამართავენ დისკუსიას თემაზე, თუ რამდენად სწრაფად მოქმედებს მდგრადი და მოქნილი ეკოსისტემა მეწარმეობის განვითარებაზე.

მომხსენებელთა შორის არიან წარმომადგენლები შემდეგი ორგანიზაციებიდან:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის GameLab
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის FabLab
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესინკუბატორი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის Fablab
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
  • საქართველოს უნივერსიტეტის Startup Nest
  • კომპანია ,,მარანი“
  • VEGA Startup Lab
  • Smartex Liberty Bank
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომერციალიზაციის დეპარტამენტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესინკუბატორი
  • თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი
  • საქართველოს მეწარმეთა კავშირი
კონფერენციაზე დასასწრებათ გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.
 

დრო: 29 ივნისი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. № 1)

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები