ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კერძო სამართლის ყოველწლიური უნივერსიტეტთაშორისი მესამე კონფერენცია „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“

ახალი ამბები

2019 წლის 21 ივნისს წიგნის სახლ „ლიგამუსში" გაიმართა კერძო სამართლის ყოველწლიური უნივერსიტეტთაშორისი მესამე კონფერენცია „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“.

სამართლის სკოლის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ფორჩხიძემ კონკურსის მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები, ხოლო კონკურსში გამოვლენილ სამ გამარჯვებულს ფასიანი საჩუქრები:

პირველ ადგილის მფლობელი ქეთევან გორგასლიძე დაჯილდოვდა პლანშეტური კომპიუტერითა (Tab) და ლიგამუსის ვაუჩერით, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ნიკიტა დანკოსა და ნინო ფხოველიშვილს გადაეცათ პლანშეტური კომპიუტერები (kindle) და ლიგამუსის ვაუჩერები.

სამართლის სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს!

ბანერები