ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის საერთაშორისო სემინარი

ახალი ამბები

6-7 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით: კავკასიის სივრცობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება (Caucasus Spatial Development Infrastructure (SDI) Workshop).

სემინარი ტარდება პროექტის - „მდგრადი კავკასია“ - ფარგლებში. მასში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან და შვეიცარიიდან.

სემინარის მიზანია, შეფასდეს ადამიანური/საექსპერტო რესურსები სივრცობრივი მოდელირებისთვის.

დრო: 6-7 ივნისი (დეტალური განრიგი განთავსდება მოგვიანებით)

ადგილმდებარეობა: E207აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

ბანერები