ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა SNC-mt

ახალი ამბები

5-16 სექტემბერს,  ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის სასწავლო ბაზაზე გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა  SNC-mt.

საზაფხულო სკოლა განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის კავკასიის რეგიონიდან. საზაფხულო სკოლის პროგრამა ითვალისწინებს სემინარებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: თანამედროვე გეოგრაფიულ მეთოდები, ბიომრავალფეროვნების კვლევა, GIS მოდელირება და ა.შ.

ინფორმაცია საზაფხულო სკოლის მოწვეულ ლექტორებზე და სკოლის დეტალური პროგრამა განთავსდება ბმულზე: http://caucasus-mt.net/projects/mountain-summer-school.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა: scnmt.ss2016@gmail.com

დრო: 5-16 სექტემბერი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის აბასთუმნის სასწავლო ბაზა

ბანერები