ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ირაკლი ჩაკაბერიას საჯარო ლექცია „ხელოვნური თვალი სამყაროს ჩანასახის შესასწავლად“

ღონისძიებები

2 სექტემბერს, 18:00 სააათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორის ირაკლი ჩაკაბერიას საჯარო ლექცია „ხელოვნური თვალი სამყაროს ჩანასახის შესასწავლად“.

მომხსენებელი ისაუბრებს მძიმე იონების რელატივისტურ ამაჩქარებელზე. სამყაროს „ჩანასახობრივი“ მდგომარეობის შესაქმნელად არსებობს RHIC (Relativistic Heavy Ion Collider) - მძიმე იონების რელატივისტური ამაჩქარებელი. ის ამჟამად ერთადერთი მოქმედი მაღალი ენერგიის ამაჩქარებელია ამერიკაში. მისი გამოყენებით იქნა აღმოჩენილი ნივთიერების ახალი მდგომარეობა - კვარკ-გლუონური პლაზმა. დღესდღეობით, RHIC-ის გამოყენებას მხოლოდ ერთი დიდი ექსპერიმენტი აგრძელებს - STAR (Silicon Tracker At RHIC).

კოლოქვიუმის ფარგლებში მიმოხილული იქნება დღევანდელი მეცნიერული მცდელობები ღრმად ჩავიხედოთ არამარტო მატერიაში, არამედ სამყაროს ისტორიაშიც; სად და როგორ მიმდინარეობს კვლევა, რომ დადგინდეს, როგორ იქცეოდა სამყარო მისი დაბადების ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ეტაპზე; რას და როგორ ხედავს STAR-ის თვალი. კოლოქვიუმი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის.

ირაკლი ჩაკაბერიას სადოქტორო ხარისხი მიენიჭა 2014 წელს, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის დარგში შესრულებული კვლევისათვის.

2014-2017 წლებში ის მოღვაწეობდა ბრუკჰავენის ნაციონალურ ლაბორატორიაში და მონაწილეობას იღებდა STAR ექსპერიმენტის მომზადებასა და შესრულებაში.
ამჟამად ირაკლი ჩაკაბერია არის მკვლევარი კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აგრძელებს STAR ექსპერიმენტში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

დრო: 2 სექტემბერი, 18:00 სააათ
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია

ბანერები