ჟირონის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჯოზეფ კალბო ანგრილის მხარდაჭერის წერილი
განცხადებები
პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს
მსურს, ჟირონის უნივერსიტეტის სახელით დიდი შეშფოთება გამოვხატო საქართველოში გამოცხადებული უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.
სტუდენტთა მიღების კვოტების არსებითი შემცირება, აკადემიურ მიმართულებათა შევიწროება და ცვლილებები, რომლებიც უნივერსიტეტის ავტონომიაზე ახდენს გავლენას, სერიოზულ კითხვებს აჩენს აკადემიური თავისუფლების დაცვის, ინსტიტუციური მთლიანობისა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი უმაღლესი განათლების სისტემის გრძელვადიანი მდგრადობის შესახებ. ჟირონის უნივერსიტეტს, როგორც ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ერთგულ წევრს, მტკიცედ სჯერა, რომ უნივერსიტეტის ავტონომია და აკადემიური თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენებია და აუცილებელი წინაპირობაა სწავლების, კვლევისა და ცოდნის გადაცემის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალი წელია ჩვენი უნივერსიტეტის ღირებული პარტნიორი და საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების პატივსაცემი წევრია. ამ თანამშრომლობას საფუძვლად უდევს საერთო ღირებულებები – გახსნილობა, კრიტიკული აზროვნება, ინტერდისციპლინურობა და საერთაშორისო თანამშრომლობა. უშუალოდ ვართ თქვენი უნივერსიტეტის ინტელექტუალური სიცოცხლისუნარიანობისა და ინსტიტუციური თავდადების მოწმეები.
პატივისცემით ვუერთდებით საერთაშორისო აკადემიური ორგანოების განცხადებებს, რომლებიც ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების დაცვის აუცილებლობას. ჟირონის უნივერსიტეტი ამ რთულ პერიოდში სრულ სოლიდარობას უცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს.
ჩვენი აკადემიური თანამშრომლობა და ინსტიტუციური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მზად ვართ, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ევროპულ და საერთაშორისო ფორუმებზე წვლილი შევიტანოთ იმ ძირითად ღირებულებათა დაცვაში, რომლებზეც დგას უმაღლესი განათლება, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე.
გულწრფელი სოლიდარობითა და განსაკუთრებული პატივისცემით,
პროფესორი ჯოზეფ კალბო ანგრილი
რექტორი
2026