ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინტენსიური მენტორინგის სესია პრე-აქსელერაციის მონაწილე გუნდებისთვის

ახალი ამბები

24 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პროგრამის მონაწილე გუნდებისთვის გაიმართა ინტენსიური მენტორინგსესია, რომელსაც გაუძღვა კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი.

სესიის ფარგლებში პროფესორმა სტარტაპერებს 1-წლიანი ექსკლუზიური წვდომის უფლება მისცა ბრიტანულ პლატფორმაზე, რომელიც დამწყებთ დაეხმარება სტარტაპიდეის ვალიდაციაში, ბაზრის კვლევასა და სამიზნე სეგმენტის განსაზღვრაში.

მენტორინგსესია გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის"ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები