ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის სასერტიფიკატო პროგრამები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი გთავაზობთ შემდეგ სასერტიფიკატო პროგრამებს: 

  • ტიხრული მინანქრის ხელოვნების საბაზისო კურსი 
  • ოქრომჭედლობის საბაზისო კურსი 

ტიხრული მინანქრის ხელოვნების საბაზისო კურსის მიზანია, მსმენელებს ზოგადად გააცნოს გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი დარგი ტიხრული მინანქარი და შეასწავლოს მათ ტიხრულ მინანქარში ნიმუშების შესასრულებლად საჭირო მასალებისა და იარაღების სწორად გამოყენება და მარტივი ნიმუშების პრაქტიკულად შესრულება. 

ოქრომჭედლობის საბაზისო კურსის მიზანია, მსმენელებს ზოგადად გააცნოს გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი დარგი ოქრომჭედლობა. შეასწავლოს მათ ოქრომჭედლობის ნიმუშების შესასრულებლად საჭირო მასალებისა და იარაღების სწორად გამოყენება და გამოუმუშავოს ოქრომჭედლობის მარტივი ნიმუშების პრაქტიკულად შესრულების უნარი. 

კურსის ხანგრძლივობა: 75 სთ., მათ შორის 64 სთ. საკონტაქტო, 2 სთ. საბოლოო ნამუშევრების წარმოდგენა, 11 სთ. დამოუკიდებელი მუშაობა. საათები განაწილებულია 8 სამუშაო კვირაზე. 

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2 დღე 4-4 საათი ან კვირაში 4 დღე 2-2 საათი (მსმენელებთან შეთანხმებით) 

მსმენელთა რაოდენობა: ჯგუფში მინიმუმ 6 მსმენელი (15 წლის ზემოთ) 

ღირებულება: 300 ლარი 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი. 

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ (იხ. ფორმა ტიხრული მინანქრის ხელოვნების კურსზე დასარეგისტრირებლად, ასევე ფორმა ოქრომჭედლობის საბაზისო კურსზე რეგისტრაციისათვის) ან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ადმინისტრაციაში. 

რეგისტრაციის ვადა: 2019 წლის 30 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით 

სასწავლო კურსებზე მსმენელი დაიშვება მხოლოდ პირადობის მოწმობის ასლისა და გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. 


საკონტაქტო ინფორმაცია 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორის თანაშემწე, თამარ ხარბედია ტელ.: (+995) 593 35 35 28 ელფოსტა: tato_xarbedia@yahoo.com 

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი D609 თბილისი, საქართველო 

ბანერები