ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სამი პროფესორი მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში

ახალი ამბები

სტენფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის  რანჟირებული სია, რომელშიც საქართველოდან სულ ხუთი მეცნიერი შევიდა, მათგან სამი ილიაუნელია:

ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა გარემოს დაცვის ინჟინერიაში.

რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი, გამომცემლობა Springer-ში კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი. რაინერ ბუსმანი მსოფლიო რეიტინგში  518-ე ადგილზეა სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულებაში.

მერაბ სვანაძე, ილიაუნის მატემატიკის მიმართულების პროფესორი, რომელიც მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს მასშტაბით 1631-ე ადგილს იკავებს.

ექსპერტების მიერ მომზადებულ სიაში წარმოდგენილია 22 სამეცნიერო დარგსა და 176 ქვე-დარგში მომუშავე 100,000-ზე მეტი მეცნიერი, რომელთა გამოქვეყნებულმა კვლევებმა ხელი შეუწყო შესაბამისი სფეროს წინსვლასა და სხვა მკვლევრების პროდუქტიულობის ამაღლებას.

სტენფორდის რეიტინგი ეყრდნობა Scopus-ის მონაცემებს და  აკადემიური საქმიანობის შეფასებისას იყენებს ციტირების შემდეგ კრიტერიუმებს: ჰირშის h-ინდექსი; თანაავტორობის Schreiber hm-ინდექსი; დამოუკიდებლად გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირება და ციტირების ერთიანი ინდექსი.

სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2Jn0BfZ  

2020 წელი

 

 

 

 

ბანერები