ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლის ზამთრის სკოლა: „კონსტიტუცია და უსაფრთხოება“

ახალი ამბები

19-20 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე გამართავს ზამთრის სკოლას თემაზე: „კონსტიტუცია და უსაფრთხოება“.
ზამთრის სკოლას გაუძღვებიან ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული მომხსენებლები: დავით სიხარულიძე, ლაშა დარსალია, ლევან ალაფიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი მელაძე, გიორგი ნონიაშვილი.

სკოლის მიზანი:
მსოფლიოში ტერორიზმის მზარდი საფრთხის და რეგიონალური გამოწვევების ფონზე აქტუალური ხდება არსებული საფრთხეების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გააზრება. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკის ნაწილი, განუყოფელია სამართლებრივი ნაწილისგან - კონსტიტუციური სტანდარტებისგან. სკოლის მიზანია, ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულებაზე და შეადაროს ის ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებას.

ვის შეუძლია მონაწილეობა:
მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები:
სკოლაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს 2015 წლის 12 დეკემბრისა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. მომდევნო ეტაპია გასაუბრება.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის ხარჯებს (ტრანსპორტირება, სასწავლო მასალა, კვება და ა.შ.) სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბანერები