ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტთა სასწავლო ვიზიტი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში

ახალი ამბები

დღეს, 13 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ესტუმრნენ. აღნიშნული ვიზიტი სამართლის სკოლის არჩევითი სასწავლო კურსის -არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების ასრულების სამართალი-ფარგლებში განხორციელდა. სასწავლო კურსს უძღვებიან პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და ამავე სააგენტოს იურისტი შავლეგ თოდუა. სამართლის სკოლის სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილი ითვალისწინებს ვიზიტს როგორც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. შემდეგი ვიზიტი დაგეგმილია 20 ნოებერს.

ბანერები