ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსის ფინალი

ახალი ამბები

25 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსის დასკვნითი ეტაპი - იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული სამი აბიტურიენტი 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდა. 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერები მიიღეს: სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანა ქერდიკაშვილმა; თბილისის #139 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლევან კერესელიძემ; თბილისის #47 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლიკა პეტრიაშვილმა. კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა 3-დღიანი საგზურით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყაზბეგის სასტუმროში, სადაც ისინი საინტერესო შემეცნებით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსის მონაწილე აბიტურიენტებს.

ბანერები