ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლის კონკურსი სისხლის სამართლის ტრენინგში მონაწილეობისათვის

ახალი ამბები

2016 წლის 20-22 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის ინსტიტუტი ილიაუნის სტეფანწმინდის (ყაზბეგის) სასწავლო ბაზაზე სისხლის სამართალში გამართავენ გაზაფხულის სკოლას. სკოლის თემაა: „ქართული სისხლის სამართლის ინტერნაციონალიზაცია“ (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი).

გაზაფხულის სკოლას გაუძღვებიან ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი ბაჩანა ჯიშკარიანი და მოწვეული ტრენერი მარიო შიუტცე (იენა, გერმანია).

სკოლის მიზანი:
აღნიშნული სკოლის მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ქართულ სისხლის სამართალში საერთაშორისო და ევროპული გავლენების კუთხით. გარდა ამისა, მოხდება კონკრეტული დანაშაულების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მაგალითებზე, ვინაიდან გერმანული სამართალი, ტრადიციულად, დიდ გავლენას ახდენს ქართულ სამართალზე.

ვის შეუძლია მონაწილეობა:
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები:
სკოლაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს 2016 წლის 1-ლი მაისისა უნდა გადმოაგზავნონ CV ფოტოსურათით და საკონტაქტო ინფორმაციით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: institute.criminallaw@gmail.com. გარდა ამისა, კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულად წინა სემესტრების შეფასებებები (სასწავლო ბარათი, სადაც ჩანს აკადემიური მოსწრება). საუკეთესო აკადემიური მოსწრების კონკურსანტები მომდევნო ეტაპზე გაივლიან გასაუბრებას.

გასაუბრება ჩატარდება არაუგვიანეს 10 მაისისა.კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 15 მაისისა ილიაუნის სამართლის სკოლის ვებგვერდზე.

ტრენინგის ენა: ქართული. გერმანელი ტრენერის მოხსენებების ქართული თარგმანი უზრუნველყოფილია.

კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 15 მონაწილეს.

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის ხარჯებს (ტრანსპორტირება, სასწავლო მასალა, კვება და ა.შ.) სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

გისურვებთ წარმატებას.

ბანერები