ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები სტუდენტური ლიგის მორიგ შეხვედრას გამართავს

ახალი ამბები

15 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნის საკალათბურთო ნაკრები სტუდენტური ლიგის მესამე შეხვედრას გამართავს. მეტოქე სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფი გრიგოლ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტია.

ილიაუნის ნაკრებს ორი თამაშიდან თითო მოგება და წაგება აქვს. პირველ შეხვედრაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთი ქულით დამარცხდა (77:76), ხოლო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტთან 98:74 იმარჯვა და ცხრილში სამი ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გთსუ-თან მატჩამდე ილიაუნის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დავით ეძგვერაძეს ესაუბრა: „შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით შემადგენლობაში დიდი ცვლილებები გვაქვს, ძირითადი ბირთვი შეიცვალა. ჩვენი მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში ერთ-ერთი ფავორიტია. გამარჯვება გვჭირდება და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. პირველი წრე ცოტა ხნის წინ დაიწყო და საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ჩვენი მიზანი შარშანდელი შედეგის, მესამე ადგილის, გაუმჯობესებაა.”

ილიაუნისა და გრიგოლ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:45 საათზე დაიწყება. მატჩის მიმდინარეობას, შემადგენლობასა და სხვა ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.gbf.ge/

ბანერები