ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ექვსმა ახალგაზრდა მკვლევარმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 მა ახალგაზრდა მკვლევარმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურში გაიმარჯვა.

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა:

  1. ეკა კვირკველია - გიორგი მთაწმინდელის რეცენზიის მათეს სახარების ანოტირებული ელექტრონული პარალელური კორპუსული გამოცემა
  2. სალომე პატარიძე - სივრცისა და დროის რეპრეზენტაცია ქართველ ქალ-ავტორთა ლიტერატურულ ტექსტებსა და პირად წერილებში-დრო, სივრცე და სქესი
  3. ირაკლი ფაღავა - ქართლ-კახეთის სამეფოს (1744-1801) ფულადი პოლიტიკა და ისტორია
  4. ლია წვერავა - ეპილეფტოგენეზის პრევენცია, ინოზიტოლის იზომერების მოქმედების სამიზნე ცილები და უჯრედული თერმული ცვლილების პროტეომიკი
  5. ია შეყრილაძე - კულტურის ცვლილების როლი ქართველ ემიგრანტებში
  6. გიორგი ხიშტოვანი - დონორების დომინირების პოლიტიკური ეკონომიკა - საქართველოს შემთხვევა (2012-2020)

კონკურსის მიზანია ნიჭიერი, ახალგაზრდა მეცნიერების გამოვლენა და წახალისება ღია კონკურსის საფუძველზე, ინდივიდუალური ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის განვითარება და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდა. აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში 121 პროექტი მონაწილეობდა.

პროექტების შეფასება განხორციელდა 3 ეტაპად, ევროპის სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC).

ბმული: https://bit.ly/31iCCaA

2021 წელი

 

ბანერები