ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი მკლავჭიდში

ახალი ამბები

8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მკლავჭიდში შემდეგ წონით კატეგორიებში: 60, 70, 80, 80+ კგ. მარჯვენა და მარცხენა ხელით ცალ-ცალკე. წონაში დაშვება – 3 კგ. მონაწილეთა აწონა და კენჭისყრა გაიმართება ღონისძიების ჩატარების ადგილზე შეჯიბრების დაწყებამდე 1 საათით ადრე.

  • ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებს.
  • გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი მედლები და სიგელები.
  • დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://goo.gl/forms/ctZ9UcPUYpVVLB4w2

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 6 ივნისი

ბანერები