ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი მკლავჭიდში

ახალი ამბები

10 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მკლავჭიდში. ტურნირი ჩატარდება ილიაუნის A კორპუსის ფოიეში. აწონა 10:00-დან 11:00 საათამდე. დასაწყისი 12:00 საათზე. ტურნირი მოეწყობა შემდეგ წონით კატეგორიებში: 60, 70, 80, 80+ კგ. მარჯვენა და მარცხენა ხელით ცალ-ცალკე. წონაში დაშვება – 3 კგ. მონაწილეთა აწონა და კენჭისყრა გაიმართება ღონისძიების ჩატარების ადგილზე, შეჯიბრის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებსა და თანამშრომლებს.

გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი მედლები და სიგელები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://goo.gl/forms/6r8s

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 7 ნოემბერი.

ბანერები