ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

28 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები, გოგონები).

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

კენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი, მედლები და სიგელები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/OOu2JOfevFkolILx1

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 აპრილი.

შეჯიბრის სპონსორები არიან სპორტული მაღაზია ''Joma Sport Georgia'' და ფიტნეს კლუბი ''FIT TOWN''.

ბანერები